Thumbnail

მარცხი 35 წლის ვეტერანთან - ბასილაშვილი ვენის ტურნირს დაემშვიდობა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:4, 2:6, 1:6 ფერნანდო ვერდასკო
  • ბოლო 8 მატჩიდან ნიკამ 4 დათმო

ნიკოლოზ ბასილაშვილი (26) ვენის საერთაშორისო ტურნირის (Erste Bank Open) პირველ წრეში ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს (40) დაუპირისპირდა და სამ სეტში დამარცხდა - 6:4, 2:6, 1:6. 

თამაში საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. ვერდასკომ 6 ეისი ჩააწოდა, ბასილაშვილმა - 4. ესპანელს ორმაგი შეცდომა საერთოდ არ დაუშვია, ქართველმა კი ეს 4-ჯერ "მოახერხა". 

27 წლის ქართველმა პირველ სეტში, 4:4-ზე შეძლო 35 წლის ესპანელის მოწოდების მოგება და სეტი 40 წუთში დაასრულა. 

მეორე სეტში, 1:2-ზე ნიკამნ საკუთარი მოწოდება ისე დაკარგა ქულის მოპოვებაც კი ვერ შეძლო. ვერდასკომ ბრეიქი სეტის ბოლოს კიდევ ერთხელ გაახერხა - ეს სეტი ნახევარ საათს გაგრძელდა. 

გადამწყვეტ სეტში ნიკა კვლავ 1:2-ზე წაფორხილდა და კვლავ დათმო საკუთარი მოწოდება. შემდეგ კიდევ ერთხელ და სეტი იოლად დათმო. 

შეგახსენებთ, რომ ვენის ტურნირის, რომელიც ATP-ის 500-იანი სერიისაა, საპრიზო ფონდი  2 433 810 ევროა. მეორე წრეში გამარჯვებულს პირველ ნომრად განთესილი დომინიკ ტიმისა (5) და ჟო-ვილფრედ ცონგას (36) მატჩის გამარჯვებული ეთამაშება. 

კომენტარები

ბოლო ამბები