Thumbnail
  • ბრონდბიუს ინტერესი საბა ლობჟანიძის მიმართ განახლდა
  • რანდერსს ზამთარში ქართველი ლეგიონერის გაყიდვის ბოლო შანსი ექნება

დანიურ მედიაში კვლავ წერენ, რომ რანდერსის ქართველი ლიდერი საბა ლობჟანიძე ქვეყნის გრანდ ბრონდბიუში გადავა. აღსანიშნავია, რომ ბრონდბიუს დაინტერესება რანდერსის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა ზაფხულში ტრანსფერი არ შედგა, რადგან რანდერსს ბრონდბიუს შეთავაზებული სატრანსფერო თანხა ეცოტავა.

BT-ის პოდკასტზე ითქვა, რომ საბა ლობჟანიძის ტრანსფერი ბრონდბიუში ისევ აქტუალურია და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე თავიდან ეცდება საბას გადაბირებას. 

საბამ 12 მატჩში 6 გოლი და 2 ასისტი მიითვალა

24 წლის ლობჟანიძეს რანდერსთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება, ამიტომაც კლუბის ინტერესებშიც არის ფეხბურთელი გაყიდოს. დანიური მედიის ცნობით, ფეხბურთელი რანდერსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ თანხმდება. 

დანიის სუპერლიგის 12 მატჩში საბას ანგარიშზე 6 გოლი და 2 საგოლე პასია. სულ სუპერლიგაში მან 23 გოლი გაიტანა (2017/18 - 29 მატჩი 9 გოლი, 2018/19 - 37 მატჩი - 8 გოლი). 

13 ტურის შემდეგ საბას რანდერსი 20 ქულით მე-4 ადგილზეა, ბრონდბიუ 22 ქულით მე-3 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები