Thumbnail
  • ადრიან რაბიო ცუდ ფორმაშია
  • ტოტენჰემს ფრანგი გასულ ზაფხულსაც სურდა

ადრიან რაბიო ტურინის იუვენტუსისთვის ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი შენაძენია, თუმცა მისი თამაშით უკმაყოფილოა გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი. რაბიოს იტალიური კლუბი ხელფასის სახით კვირაში 135 000 ფუნტს უხდის, ფრანგს კი, 5 თამაშში არც გოლი აქვს გატანილი და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია. მის ცუდ სათამაშო ფორმას იმით ხსნიან, რომ პარი სენ-ჟერმენში დიდხანს არ ათამაშებდნენ. ინგლისური მედიის ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონი” არ აპირებს ლოდინს, თუ როდის შევა ფორმაში 24 წლის ფეხბურთელი.

Calciomercato-ის ინფორმაციით, რაბიოთი ლონდონის ტოტენჰემი ინტერესდება. ინგლისურ კლუბს ნახევარმცველის დამატება იანვარშივე სურს. აღსანიშნავია, რომ ტოტენჰემს მისი გადაბირება ზაფხულშიც უნდოდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერში, შესაძლოა, კრისტიან ერიკსენიც ჩაერთოს. მას ტოტენჰემთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში უმთავრდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები