Thumbnail
  • გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბუნდესგუნდში მატს ჰუმელსის დაბრუნებას ითხოვს
  • შტეფენ ფროინდის აზრით, იოახიმ ლიოვმა გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა შეცვალოს

გერმანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ევროპის ექს-ჩემპიონ შტეფენ ფროინდს მიაჩნია, რომ ბუნდესგუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მატს ჰუმელსი ნაკრებში უნდა დააბრუნოს. 49 წლის ფროინდი ჰუმელსისთვის ბუნდესგუნდის კარის დახურვას ისედაც ეწინააღმდეგებოდა, ახლა კი, დორტმუნდის ბორუსიას მცველის დაბრუნებას უკვე კატეგორიულად მოითხოვს. ამის მიზეზი ნიკლას ზიულეს ტრავმაა - როგორც იცით, ბაიერნის მცველმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და დიდი შანსია, რომ ამ სეზონში საერთოდ ვეღარ ითამაშოს, რაც გერმანიის ნაკრებისთვისაც პრობლემაა.

ნიკლას ზიულეს ტრავმა ბაიერნისთვისაც პრობლემაა და გერმანიის ნაკრებისთვისაც

“თუ ლიოვი ჰუმელსს ნაკრებში ახლაც არ დააბრუნებს, ძალიან იმედგაცრუებული ვიქნები. თუ ევროპის ჩემპიონატზე დაცვის ცენტრში რიუდიგერისა და გინტერის იმედად ვიქნებით, შეგვიძლია, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ევროპის ჩემპიონები ვერ გავხდებით,” - განაცხდა ფროინდმა NITRO-სთან ინტერვიუში.

შტეფენ ფროინდი გერმანიის ნაკრებში 1995-დან 1998 წლის ჩათვლით თამაშობდა და 96-ში ევროპის ჩემპიონი გახდა

შტეფენის აზრით, ზიულეს ტრავმა გერმანიის ნაკრებისთვის კატასტროფის ტოლფასია: “ნიკლასი ჩვენი გუნდის დაცვის შეფი უნდა ყოფილიყო, ახლა კი ისე გამოდის, რომ ბუნდესგუნდის დაცვა მთლიანად ირევა. მე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვთქვი, რომ მატს ჰუმელსი საუკეთესო გერმანელი მცველია.” - მიაჩნია ფროინდს.

კომენტარები

ბოლო ამბები