Thumbnail
  • გოდერძი ბერდელიძემ უახლოეს კონკურენტს 2 კგ-ით აჯობა
  • დღეს, საქმეში გოგა ჩხეიძესაც ვიხილავთ

ქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

საინტერესოა, რომ ბერდელიძეს შტანგასთან პირველივე მისვლა გაუცუდდა, თუმცა, შემდეგ უშეცდომოდ იასპარეზა და ოქროს მედლამდე მისვლა მოახერხა.

ქართველმა ძალოსანმა 6-დან 5 ცდა გამოიყენა

გოდერძიმ ატაცში 123 კგ. მე-2 ცდაზე დასძლია, მალევე 125-კილოგრამიანი შტანგაც დაიმორჩილა და მცირე ოქროს მფლობელი გახდა.

ატაცი

123 კილოგრამი ❌
123 კილოგრამი ✅
125 კილოგრამი ✅

ქართველი ძალოსანი აკვრაშიც კარგად გამოიყურებოდა და შტანგას სამივე (144, 149, 152 კგ.) ცდაზე გაუმკლავდა, რაც მცირე ვერცხლის დასაუფლებლად აღმოჩნდა საკმარისი.

აკვრა

144 კილოგრამი ✅
149 კილოგრამი ✅
152 კილოგრამი ✅

ჯამში, ბერდელიძემ 277 კგ. მოაგროვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. ვერცხლი გერმანელ ლუკ მაუს (275 კგ.) ეგრო, ბრინჯაო კი – თურქ ბერკანტ იგიტს (261 კგ.).

გოდერძიმ ქართულ დელეგაციას უკვე მე-2 დიდი მედალი მოუტანა. მანამდე, ვერცხლი გიორგი დოკვაძემ (55 კგ.) დაისაკუთრა. დღეს, ფიცარნაგზე გოგა ჩხეიძესაც (67 კგ.) ვიხილავთ.

📺 გოდერძი ბერდელიძის ასპარეზობის სრული ჩანაწერი

კომენტარები

ბოლო ამბები