Thumbnail

‘ნეიმარს შავი წელი ჰქონდა!’ - რატომ არ არის ბრაზილიელი ნომინანტებში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • France Football-მა ნეიმარის სიაში არშეყვანის მიზეზები ჩამოთვალა
  • აი, რატომ ვერ მოხვდა ბრაზილიელი ოქროს ბურთის ნომინანტებში

ფრანგულმა ჟურნალმა France Football-მა განმარტა, რატომ ვერ მოხვდა ნეიმარი ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორის. გამოცემა წერს, რომ ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს ‘შავი წელი’ ჰქონდა და ასახელებს რამდენიმე მიზეზს, რის გამოც პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი 30 კანდიდატს შორის მოხვედრას არ იმსახურებდა.

მიზეზების ჩამონათვალი ასეთია: ტრავმა, რომლის გამოც პსჟ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდა; მისი სიტყვები მსაჯებზე იუნაიტედთან საპასუხო მატჩის შემდეგ; უხეშობა ფანზე საფრანგეთის თასის ფინალის დროს; ტრავმა, რომლის გამოც კოპა ამერიკაზე ვერ ითამაშა.

გარდა ამისა, ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის მიწურულს მას ბარსელონაში დაბრუნება სურდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. შედეგად, მან პარიზელი გულშემატკივრების რისხვა დაიმსახურა. ახლა ნეიმარს ისევ ტრავმა აქვს და 4 კვირა ვერ ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ოქროს ბურთის 30 კანდიდატში ვერც ტოტენჰემის გოლეადორი ჰარი კეინი მოხვდა. ფავორიტები ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) და ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული) არიან.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • გალათასარაი
  • ფრე
  • რეალი

კომენტარები

ბოლო ამბები