Thumbnail
  • ოქსანა კალაშნიკოვა წლის შემაჯამებელ შეჯიბრში ჩაერთო
  • ქართველი ჩოგბურთელის მეწყვილე მსოფლიოს მე-12 ჩოგანია

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში დაწყებულ WTA Elite Trophy-ის წყვილთა თანრიგში პირველი მატჩი ჩაატარა.

29 წლის კალაშნიკოვა, რომელიც წყვილებში მსოფლიოს 61-ე ჩოგანია, პრესტიჟულ შეჯიბრში ამერიკელ სოფია კენინთან (მე-12 ჩოგანი ერთეულებში) ერთად ჩაება.

ოქსანამ და სოფიამ ჩინურ დუეტთან (ქსინიუ იანი და ქიანჰუი ტანი) დიდი ბრძოლა გადაიტანეს და 2:6, 6:4, 7:10 წააგეს.

B ჯგუფში, სადაც კალაშნიკოვა და კენინი ირიცხებიან, ასევე თამაშობს უკრაინელი ლიუდმილა კიჩენოკისა და სლოვენიელი ანდრეია კლეპაჩის წყვილი.

ოქსანა ელიტ ტროფეიში მეორედ მონაწილეობს - პირველად მან 2016 წელს ითამაშა. მაშინ ის ტატიანა მარიასთან (გერმანია) წყვილში ირჯებოდა და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა.

წყვილთა თანრიგში სულ 6 გუნდია, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულები, გამარჯვებულები კი მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ფინალში ითამაშებენ.

ცნობისთვის, WTA-ს ელიტ ტროფეი WTA-ს ჩემპიონთა ტურნირის მემკვიდრეა. ტურნირი პირველად ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში 2015 წელს გაიმართა, ამჯერად კი, მისი საერთო საპრიზო ფონდი 2 419 844 დოლარია.

კომენტარები

ბოლო ამბები