Thumbnail
  • ქართველმა ძალოსანმა ატაცში მე-3 შედეგი დააფიქსირა
  • დღეს, ევროპის ჩემპიონატში გოდერძი ბერდელიძე და გოგა ჩხეიძე ჩაებმებიან

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე არჩილ მალაყმაძემ მცირე ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

მალაყმაძემ ატაცში 140 და 144 კგ. დასძლია და მართალია, 147-კილოგრამიან შტანგას ვერ გაუმკლავდა, მე-3 ადგილის დაკავება მაინც მოახერხა.

ატაცი

140 კილოგრამი ✅
144 კილოგრამი ✅
147 კილოგრამი ❌

არჩილ მალაყმაძემ ატაცში მე-3 ადგილი დაიკავა

არჩილმა მე-2 მოძრაობაშიც საწყისი 2 მისვლა გამოიყენა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 163 და 167 კგ. დასძლია, 170 კგ-ს კი ვერ გაუმკლავდა, რაც მე-6 შედეგი აღმოჩნდა.

აკვრა

163 კილოგრამი ✅
167 კილოგრამი ✅
170 კილოგრამი ❌

ჯამში, მალაყმაძემ 311 კგ. მოაგროვა და მე-4 ადგილზე გავიდა. ქართველ სპორტსმენს ფურკა ოზბეკს (თურქეთი, 329 კგ.), მარინ რობუმ (მოლდოვა, 315 კგ.) და ბატუ იუკსელმა (თურქეთი, 312 კგ.) აჯობეს.

დღეს, ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ძალებს კიდევ 2 ქართველი ძალოსანი სცდის. ესენი გოდერძი ბერდელიძე (61 კგ.) და გოგა ჩხეიძე (67 კგ.) არიან.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს გიორგი დოკვაძემ (55 კგ.) ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა, აკვრაში – ბრინჯაო და ევროპირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები