Thumbnail
  • 📅 22 ოქტომბერი | ⌚ 23:00 | ⚽ გალათასარაი V რეალი | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • სერხიო რამოსი: ფეხბურთელები სიცოცხლის ბოლომდე ზიდანთან ვართ

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მის გარშემო შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ “სამეფო კლუბი” სტამბოლშია ჩასული და გალათასარაისთან ჩემპიონთა ლიგის მატჩის ჩასატარებლად ემზადება, წარუმატებლობის შემთხვევაში კი, ზიზუს თანამდებობიდან დათხოვნა ემუქრება.

“წარსულში ჩვენი წარმატებები უკვე აღარავის ახსოვს და ამაში გასაკვირი არაფერია. მეც იმის მომხრე ვარ, რომ მხოლოდ აწმყოთი ვიხელმძღვანელოთ.

ვერ ვიტყვი, რომ არ მაინტერესებს ჩემზე რას საუბრობენ. ამას ყურადღებას ვაქცევ, თუმცა, ვცდილობ, ყოველთვის პოზიტიურად ვიაზროვნო. რაც შეეხება რეალის სამწვრთნელო პოსტზე ცვლილებებს, ეს, შეიძლება, ჟურნალისტებმა განიხილოთ.

არ დავმალავ, მსურს, რეალში სამუდამოდ დავრჩე. არსებული წნეხისთვისაც მზად ვარ. კარგად გვესმის, რომ ჯგუფში მძიმე სიტუაციაში ვიმყოფებით, თუმცა, ჯერ დასრულებული არაფერია.

ყოფილა თამაშები, სადაც მოტივაციის ნაკლებობა იგრძნობოდა, ახლა კი, სხვანაირი სეზონი გვაქვს. ყოველთვის კარგად ვერ ითამაშებ, მაგრამ ჩვენ რეალი ვართ და არსებულ სიტუაციას ვერ შევეგუებით.

მინდა ვთქვა ისიც, რომ რეალი გუნდია და არა კონკრეტული პიროვნებები. ჩვენ ერთ ნავში ვიმყოფებით, რომელზე პასუხისმგებლობაც მე მეკისრება. ბიჭებს სრულად ვენდობი და მჯერა, რომ ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. შეიძლება, ვერ მოვიგოთ, თუმცა, ხასიათი უნდა გამოვავლინოთ”.

სერხიო რამოსი სტამბოლში რეალის ვარჯიშისას

პრინციპული თამაშის წინ, მთავარ მწვრთნელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მადრიდელთა ერთ-ერთმა ლიდერმა სერხიო რამოსმაც.

“ერთადერთი, რისკენაც მივისწრაფვით, გამარჯვებაა. იმ სპეკულაციების შემდეგ, რაც ჩვენი თავკაცის მიმართ აგორდა, სხვა უფლება არ გვაქვს. ფეხბურთელები სიცოცხლის ბოლომდე ზიდანთან ერთად ვართ და ამას ვერაფერი შეცვლის. მწვრთნელის გარშემო გაერთიანება აუცილებელია. შედეგი აუცილებლად მოვა. ზიდანი დიდ პატივისცემას იმსახურებს იმისთვის, რაც გუნდისთვის აქვს გაკეთებული”.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში მოთამაშე მადრიდელებს ორ ტურში ერთადერთი ქულა აქვთ აღებული და თუკი ხვალ გალათასარაისთანაც წაიფორხილეს, შესაძლოა, შემდეგ ეტაპზე ვერც გააღწიონ.

კომენტარები

ბოლო ამბები