Thumbnail

NBA-ს კლუბმა ქართული სუპერლიგიდან აყვანილი კალათბურთელი მალევე გაუშვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მარკ ოგდენი სულ რამდენიმე საათით იყო ატლანტა ჰოუქსის წევრი
  • თბილისის ოლიმპის კალათბურთელი კარიერას, სავარაუდოდ, G ლიგაში გააგრძელებს

ატლანტა ჰოქსმა სულ რამდენიმე საათის შემდეგ გაუშვა თბილისის ოლიმპის კალათბურთელი მარკ ოგდენ ჯუნიორი, მას მერე, რაც მისი დამატების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა

ოგდენს ატლანტას შემადგენლობაში თამაშის საშუალება არ მისცემია, კლუბს კი სეზონის განაცხადში 15-კაციანი სია უნდა წარედგინა. მასში ოგდენისა და კენი გაბრიელის ადგილი არ მოიძია. cbssports.com-ის ინფორმაციით, ოგდენს სუპერლიგაში დაბრუნება მაინც არ მოუწევს, მას, ალბათ, G ლიგაში ათამაშებენ. ამ ლიგაში ატლანტასთან კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსი ასოცირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები