Thumbnail

'ტოტენჰემის ყველაზე დიდი მტრები ჩვენ ვართ - გუნდის წევრები' - ამბობს პოჩეტინო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • პოჩეტინომ უოტფორდთან მოპოვებული ქულის შემდეგ ისაუბრა
  • არგენტინელი ამაბობს, რომ გუნდს თავდაჯერება აკლია...

ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი - მაურისიო პოჩეტინო თვლის, რომ კლუბის მთავარი მტერი მიმდინარე სეზონში ეს თვითონ, გუნდის წევრები არიან.

სპურსმა შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა, თუმცა წელს პირველი სახლის მატჩი ამავე ტურნირზე მიუნხენის ბაიერნთან 7:2 წააგო.

ჩრდილო ლონდონელებს არც ჩემპიონატში აქვთ საქმე კარგად, სადაც 12 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან. "ლიგაზე მომდევნო ტურში ცრვენა ზვეზდასთან ერთად, საკუთარ თავებსაც უნდა ვებრძოლოთ." - განაცხადა არგენტინელმა.

"მოლოდინები შეიცვალა მას შემდეგ, რაც შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით - ამიტომ სიტუაცია უფრო მძაფრად აღიქმება. ერთი რამ ფაქტია, თავდაჯერება უნდა დავიბრუნოთ."

კომენტარები

ბოლო ამბები