Thumbnail

ოძეკი და პრეზიდენტი - ტოჩინოშინი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
  • ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულს 28 ოქტომბერს დაკარგავს

იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) შეხვდა. ოძეკი ტოჩინოშინი, რომელიც ახლახან 32 წლის გახდა, საშემოდგომო ტურნეზე (აკი ჯუნგიო) იმყოფება - დღეს სუმოისტები ოსაკის პრეფექტურის ქალაქ კადომას სტუმრობდნენ. 

საშემოდგომო ტურნე 27 ოქტომბერს ჰიროშიმას პრეფექტურაში დასრულდება, მეორე დღეს კი ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოქვეყნდება და ქართველი სუმოისტი ოფიციალურად დაკარგავს ოძეკის ტიტულს. ტოჩინოშინს რანგის დაბრუნება ნოემბრის ბაშოზე შეუძლია, თუკი 15-დან 10 ორთაბრძოლას მაინც მოიგებს. წლის უკანასკნელი, კიუშუს ბაშო 10-24 ნოემბერს ფუკუოკაში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები