- 2019/20 წლების NBA-ს სეზონის GM-ების პროგნოზი
- 11%-ის აზრით, ბითაძე დრაფტზე აყვანის მომენტში საუკეთესო არჩევანი იყო
NBA.com-მა NBA-ს კლუბების გენერალურ მენეჯერებს შორის ტრადიციული, მე-18 გამოკითხვა მოაწყო (GM Survey). კლუბების ბოსებმა მომავალი სეზონის პროგნოზი შემოგვთავაზეს...
გენერალური მენეჯერების 46% მიიჩნევს, რომ პოლ ჯორჯი და კავაი ლეონარდი ლოს ანჯელეს კლიპერსს NBA-ს ტიტულს მოუტანენ. კავაიმ ამ გამოკითხვის ერთი ტრადიცია დაარღვია - 2005 წლის შემდეგ პირველად GM-მა სწორედ ის დაასახელეს სეზონის სავარაუდო საუკეთესო მსუბუქი ფორვარდად.
ზაიონ უილიამსონს Kia Rookie of the Year-ის ტიტულს უწინასწარმეტყველებენ, ის NBA-ში უთამაშებლად დაასახელეს ლიგის საუკეთესო ათლეტად.
მეტი ამ თემაზე:
- 'ახლაც არ მესმის ეს' - გოგა ბითაძის ტრეიდი? პეისერსი ხმებს უარყოფს
- B+, ამერიკულმა გამოცემამ გოგა ბითაძის დებიუტი შეაფასა
საერთო ჯამში, NBA-ს 30-ვე კლუბის GM-ებმა 50 შეკითხვას უპასუხეს. სასიხარულოა, რომ გოგა ბითაძემ უკვე დიდი აღიარება დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 1 წინასასეზონო მატჩი ითამაშა ინდიანა პეისერსის შემადგენლობაში.
GM-ებმა NBA-ს ის კლუბები დაასახელეს, რომელთაც დრაფტზე ნომრის მიხედვით საუკეთესო არჩევანი (biggest steal) გააკეთეს. ამ სიაში გოგა ბითაძის არჩევა ინდიანა პეისერსის მიერ მე-3 ადგილზეა. გენერალური მენეჯერების 11-მა პროცენტმა სწორედ გოგა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ გენერალურ მენეჯერებს გამოკითხვაში უფლება არ ჰქონდათ დაესახელებინათ თავიანთი კლუბები ან მოთამაშეები. ქვემოთ რამდენიმე მთავარ პროგნოზს გთავაზობთ:
2019/20 წლების NBA-ს სეზონის GM-ების პროგნოზი
ჩემპიონი
46% - კლიპერსი
36% - მილუოკი
11% - ლეიკერსი
MVP
52% - იანის ანტეტოკუნმპო
10% - სტეფ კარი
10% - ენტონი დევისი
10% - კავაი ლეონარდი
ვის აირჩევდით გუნდში
86% - იანის ანტეტოკუნმპო
7% - ენტონი დევისი
7% - ლუკა დონჩიჩი
სეზონის აღმოჩენა
19% - დე'არონ ფოქსი
11% - ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი
11% - ჯეისონ ტეიტუმი
საუკეთესო გამთამაშებელი
90% - სტეფ კარი
საუკეთესო მსროლელი
86% - ჯეიმს ჰარდენი
საუკეთესო მსუბუქი ფორვარდი
62% - კავაი ლეონარდი
საუკეთესო მძიმე ფორვარდი
59% - იანის ანტეტოკუნმპო
საუკეთესო ცენტრი
48% - ნიკოლა იოკიჩი
საუკეთესო ტრანსფერები ზაფხულში
82% - კლიპერსი
წლის ახალბედა
68% - ზაიონ უილიამსონი
29% - ჯეი მორანტი
4% - დარიუს გარლენდი
საუკეთესო არჩევანი დრაფტზე
32% - ნიკეილ ალექსანდერ-უოკერი
21% - ბრენდონ კლარკი
11% - გოგა ბითაძე
საუკეთესო უცხოელი
79% - იანის ანტეტოკუნმპო
14% - ნიკოლა იოკიჩი
7% - ლუკა დონჩიჩი
საუკეთესო მწვრთნელი
55% - გრეგ პოპოვიჩი
17% - ერიკ სპოელსტრა
10% - მაიკ ბუდენჰოლცერი
კომენტარები