• ფორმულა 1-ის სეზონი აბუ დაბის გრანპრით დასრულდა
  • ვალტერი ბოტასმა მესამე გამარჯვება იზეიმა
  • ჰემილტონი მეორე ადგილზე გავიდა და მერსედესს დუბლი გაუფორმა

ბრაზილიის გრანპრისგან განსხვავებით, აბუ დაბიში ვალტერი ბოტასმა პირველი პოზიცია აღარ დათმო და სეზონის უკანასკნელ ეტაპზე გამარჯვება იზეიმა. მერსედესის ფინელი პილოტისთვის ეს რიგით მესამე მოგებული გრანპრია. ბოტასი ლიდერობას მხოლოდ პიტსტოპებზე თმობდა, საბოლოოდ კი ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა.

ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა სეზონის ბოლო გრანპრი მეორე ადგილზე დაასრულა. რბოლის დროს ბოტასმა და ჰემილტომა რამდენჯერმე გაცვალეს საუკეთესო წრეები, თუმცა მათ შორის რეალური ბრძოლა ფაქტობრივად არ ყოფილა.

1. ბოტასი, 2. ჰემილტონი, 3. ფეტელი - აბუ დაბის გრანპრის საუკეთესო სამეული

სებასტიან ფეტელი მესამე ადგილზე გავიდა - აღსანიშნავია, რომ გერმანელმა სტარტიც მესამე პოზიციიდან აიღო. თუკი მერსედესის პილოტებს შორის განსხვავება მხოლოდ 3,4 წამი იყო, ფეტელი ლიდერს 19 წამით ჩამორჩა. მიუხედავად ასეთი შედეგისა, ბოტასს მაინც არ ეყო ქულები იმისათვის, რომ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაეკავებინა - მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი ფერარის გერმანელი პილოტი გახა.

საუკეთესო ხუთეულში შევიდნენ კიმი რაიკონენი (ფერარი) და მაკს ფერსტაპენი (რედ ბული). ეს უკანასკნელი ფინელს მთელი რბოლის განმავლობაში ებრძოდა, მაგრამ ვერ აჯობა.

სეზონის საბოლოო შედეგები

საერთო ჩათვლა - TOP 10

ბოტასმა მესამე გრანპრი მოიგო
  1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 363
  2. სებასტიან ფეტელი (ფერარი) - 317
  3. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) - 305
  4. კიმი რაიკონენი (ფერარი) - 205
  5. დანიელ რიკარდო (რედ ბული) - 200
  6. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 168
  7. სერხიო პერესი (ფორს ინდია) - 100
  8. ესტებან ოკონი (ფორს ინდია) - 87
  9. კარლოს საინსი (რენო) - 54
  10. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო) - 43

კონსტრუქტორთა თასი

  1. მერსედესი - 668
  2. ფერარი - 522
  3. რედ ბული - 368
  4. ფორს ინდია - 187
  5. უილიამსი - 83
  6. რენო - 57
  7. ტორო როსო - 53
  8. ჰაასი - 47
  9. მაკლარენი - 30
  10. ზაუბერი - 5

კომენტარები

ბოლო ამბები