Thumbnail

კლოპი იუნაიტედის ტაქტიკით უკმაყოფილოა - გერმანელი მანჩესტერში ისევ ვერ იგებს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • კლოპს იუნაიტედის ტაქტიკა არ მოსწონს
  • მისი აზრით, ვიდოეგამეორების სისტემა სრულყოფილი არ არის და გოლი არ უნდა ჩათვლილიყო

ბოლო წლებში მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისის მიუხედავად 'ოლდ ტრაფორდი' ლივერპულისთვის ისევ აუღებელი ციხე-სიმაგრეა. მას შემდეგ, რაც კლოპმა ლივერპულში მუშაობა დაიწყო, მის გუნდს ამ სტადიონზე არცერთი გამარჯვება არ აქვს. გასულ სეზონში მანჩესტერის დაცვითმა ტაქტიკამ და ნულოვანმა ფრემ ლივერპულს საჩემპიონო რბოლაში ძალიან მნიშვნელოვანი ორი ქულა დააკარგვინა. კვირის შეხვედრაში სულშერმა ისევ ულტრადაცვით სქემას მიმართა, ფაქტობრივად, 5 მცველით ითამაშა და ლივერპულს რეკორდული მოგებების სერია შეაწყვეტინა (1:1). რომ არა ადამ ლალანას გოლი ბოლო წუთებზე კლოპის გუნდი საერთოდაც უქულოდ დარჩებოდა.

მანჩესტერის დაცვითი ტაქტიკით გერმანელმა უკმაყოფილება თამაშის შემდეგ არ დამალა: 'როდესაც მანჩესტერში ჩამოვდივართ, გულშემატკივარი ლივერპული-მანჩესტერისგან გოლებს ელოდება, თუმცა იუნაიტედი მხოლოდ დაცვაზე ფიქრობს. ეს კრიტიკა არ არის, ეს მხოლოდ ფაქტია.'

კლოპი უკმაყოფილო მსაჯის მუშაობითაც დარჩა, რადგან იუნატედის გოლმა ბევრი კითხვა გააჩინა - რაშფორდმა იმ კონტრშეტევის შემდეგ შეაგდო, რომელიდ დივოკ ორიგიზე ჯარიმით დაიწყო.

'შეხვედრის მსაჯმა, ატკინსონმა თამაში არ გააჩერა, რადგან რეკომენდაცია აქვს, რომ შეტევა დაამთავრებინოს და შემდეგ გადახედოს. თუმცა, გოლის შემდეგ ვიდეო-ასისტენტმა მას უკვე უთხრა, რომ ეპიზოდი მსაჯის შეხედულებისამებრ უნდა გადაწყვეტილიყო და მანაც გოლის გაუქმება აღარ მოინდომა. ეს გოლი ყველა იმ ნაკლოვანებას აჩვენებს, რომელიც VAR-ს აქვს.'

გერმანელი მაინც კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან იმ შეხვედრაში, რომელშიც, მისივე თქმით, 'ყველაფერი მისი გუნდის წინააღმდეგ მიდიოდა', ლივერპულმა ქულის გადარჩენა მაინც შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები