Thumbnail

აფრასიძის ახალი კონტრაქტი – გელა მონპელიეში 2023 წლამდე ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბორჯღალოსანთა 9 ნომერი TOP 14-ში ფეხის მოკიდებას ცდილობს
  • გელა აფრასიძე ფრანგულ გრანდში 2017 წელს გამოჩნდა

21 წლის ქართველმა მორაგბე გელა აფრასიძემ მონპელიესთან კონტრაქტი გააგრძელა. ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა 9 ნომერი მონპელიეში 2023 წლამდე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ აფრასიძე TOP 14-ის ერთ-ერთ გრანდში ჯერ კიდევ 2017 წელს გამოჩნდა, თავდაპირველად ესპუარებში თამაშობდა, ახლა კი, ძირითადი გუნდის წევრია.

გელამ იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ბორჯღალოსანთა მაისურით ოთხივე მატჩში ითამაშა, სულ კი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით უკვე 21 მატჩი აქვს ჩატარებული.

“მიხარია, რომ გუნდთან კონტრაქტი გავაგრძელე. მონპელიეში ყოფნით ბედნიერი ვარ და აქ დარჩენა ჩემი სურვილიც იყო. მინდა, ჩემი უნარები კიდევ უფრო დავხვეწო და მონპელიეს წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო”, - განაცხადა აფრასიძემ კონტრაქტის გაგრძელების შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები