Thumbnail
  • მარკ ოგდენმა კონტრაქტი ატლანტა ჰოუქსთან გააფორმა
  • ამერიკელი ფორვარდი საქართველოს ჩემპიონატის ვარსკვლავი იყო

25 წლის ამერიკელი კალათბურთელი მარკ ოგდენი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში თბილისის ოლიმპის ლიდერი გახლდათ, კარიერას ატლანტა ჰოუქსში გააგრძელებს.

ეს რბილად რომ ვთქვათ მოულოდნელი ინფორმაცია ჯორჯიული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

გასულ სეზონში ქართულ სუპერლიგაში ოგდენის საშუალო მონაგარი 16.2 ქულა, 11.0 მოხსნა, 2.3 პასი, 1.8 ჩაჭრა და 1.1 დაფარება იყო.

მარკმა ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ “ყველა ვარსკვლავის მატჩშიც” მიიღო მონაწილეობა და უძვირფასესი მოთამაშისთვის (MVP) განკუთვნილი ჯილდოც მიიღო, რომელიც მას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცა.

მარკ ოგდენი და პაატა გურასპაული

ამას გარდა, ამერიკელმა ფორვარდმა “ოლ სტარის” ჩატენვების კონკურსიც მოიგო.

საინტერესოა, რომ ოგდენს ევროპაში საქართველოს გარდა მხოლოდ ლუქსემბურგში უთამაშია, სადაც 2016-17 წლების სეზონში რასინგის ღირსებას იცავდა.

📺 მარკ ოგდენის ჰაილაითები

კომენტარები

ბოლო ამბები