- ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ხოსეპ გვარდიოლაზე ისევ ცუდად ილაპარაკა
- შვედი ამტკიცებს, რომ პეპი მას ემალებოდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩს ხოსეპ გვარდიოლა არ უყვარს და ეს ყველამ იცის. შვედ თავდამსხმელს პეპი არაერთხელ გაუკრიტიკებია. მისი განცხადებები ესპანელის შესახებ ხშირად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კრიტიკა. ახლა ზლატანმა გვარდიოლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
აი, რა თქვა იბრამ პეპზე ‘გაძეტა დელო სპორტისთვის’ მიცემულ ინტერვიუში: “ტელევიზორში გვარდიოლა ყოველთვის მაგარი კაცის როლს თამაშობს, მაგრამ როცა ის მართლაც მაგარ კაცს ხვდება, იმალება. როგორც მწვრთნელი, პეპი მართლაც ფენომენია, მაგრამ როგორც კაცი…”
იბრაჰიმოვიჩი ირწმუნება, რომ გვარდიოლა მას გაურბოდა და ემალებოდა. “კარის წინ ყოველთვის იდგა თანამშრომელი, რომელიც გვარდიოლას ეუბნებოდა, იბრა უკვე წავიდა, გამოდიო. ვერ ვიგებდი, რატომ გამირბოდა,” - ამბობს ზლატანი.
ზლატანს პეპზე ცუდი რაღაცები ადრეც არაერთხელ უთქვამს. შვედი ხშირად იმეორებს, რომ გვარდიოლას მისი ეშინოდა და იმასაც ამბობს, რომ პეპი ყველაზე ბავშვური მწვრთნელია მათ შორის, ვისი ხელმძღვანელობითაც მას ფეხბურთი უთამაშია.
იბრაჰიმოვიჩი გვარდიოლას ხელმძღვანელობით ბარსელონაში თამაშობდა. ზლატანი ახლა MLS-შია, სადაც ლოს ანჯელეს გელექსის ღირსებას იცავს. გელექსი დღეს გამთენიისას, მეოთხედფინალში გავიდა - იბრას გოლის გარეშე, მინესოტა იუნაიტედი 2:1 დაამარცხა. 1/4 ფინალში გელექსის მეტოქე თანაქალაქელი ლოს ანჯელესი იქნება, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდია.
კომენტარები