Thumbnail
  • ბექა ბურჯანაძემ თამაში 14 ქულით და 10 მოხსნით დაასრულა
  • ქართველ კალათბურთელს პაექრობა ნიკოლა მიროტიჩთან უწევდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბექა ბურჯანაძის გრან კანარია სტუმრად ბარსელონასთან 75:89 დამარცხდა, ქართველი ფორვარდი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მრისხანე მეტოქესთან ორმაგ დუბლს გამორჩა.

საინტერესოა, რომ სეზონის სტარტზე ბექა გუნდის სასტარტო ხუთეულში ვერ ხვდებოდა, ამჯერად კი, ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და მწვრთნელს ნდობა დაუფასა.

ბურჯანაძემ 28:43 წუთი ითამაშა და 14 ქულა და 10 მოხსნა (5 შეტევაში) მოაგროვა. ჩვენებურმა 5-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მასზე კი თამაშის წესები კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბექა ბურჯანაძეს ნიკოლა მიროტიჩის შეჩერება უწევდა

ქართველი ლეგიონერის შედეგიანი გარჯა მით უფრო დასაფასებელია, რომ მას უმეტესწილად თამაში ბარსელონას ლიდერ ნიკოლა მიროტიჩის წინააღმდეგ უწევდა. ამ უკანასკნელმა ამერიკელი ბრენდონ დევისის მსგავსად, კატალონიელებს 20 ქულა შესძინა.

საინტერესოა ისიც, რომ გასულ მატჩს საფეხბურთო ბარსელონას ვარსკვლავი ანტუან გრიზმანიც დაესწრო.

გრან კანარიას ხუთ ტურში 2 მოგება შერჩა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 26 ოქტომბერს, შინ, ხუვენტუტთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები