Thumbnail

ტიტული და ცრემლები! ენდი მარიმ ოპერაციიდან 9 თვეში პირველი ტურნირი მოიგო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მარიმ 2017 წლის შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო...
  • შოტლანდიელმა სტენ ვავრინკა ანტვერპენში 3-6, 6-4, 6-4 დაამარცხა

ენდი მარი შარშან ტრავმის გამო ჩოგბურთიდან წავიდა, მაგრამ შოტლანდიელმა ოპერაციის შემდეგ დაბრუნება შეძლო, ჯერ წყვილებში უიმბლდონზე ითამაშა, ხოლო შემდეგ ცინცინატის ტურნირით ერთეულთა თანრიგშიც დაბრუნდა.

"ძალიან მიხარია, მე და სტენმა ბევრი ტრავმა გადავიტანეთ ბოლო წლებში და ახლა აქ ვდგავართ, სასწაული მატჩი გამოგვივიდა." - ამბობს მარი. "სტენმა მაგარი მატჩი ჩაატარა, მე ცოტა მეორე სეტის ბოლოს მოვდუნდი, მესამეც თანაბარი გამოდგა.

ეს მარისთვის ოპერაციის შემდეგ მეშვიდე ტურნირი გახლდათ, სადაც ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა კარიერაში 46-ე ტიტული მოიგო. ფინალის შემდეგ შოტლანდიელმა განაცხადა, რომ სახლში მიდის სადაც ოჯახი და ორსული მეუღლე ელოდება.

"ჩემ ცოხვრებაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვე. ახლა კი სახლში უნდა წავიდე, სადაც 4 წლამდე, 3 შვილი მელოდება. ჩემ მეუღლესაც მინდა მადლობა გადავუხადო, რომელიც მუდამ გვერდში მედგა და დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ კორტზე დავბრუნდი."

კომენტარები

ბოლო ამბები