Thumbnail

ლალანამ 2017 წლის შემდეგ პირველად გაიტანა და ლივერპული წაგებისგან იხსნა

  • მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 ლივერპული
  • 1:0 - მარკუს რაშფორდი (36), 1:1 - ადამ ლალანა (85)

მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგის მეცხრე ტურის მატჩში, ოლდ ტრაფორდზე ლივერპულს უმასპინძლა და პირველადგილოსან მეტოქეს, 8 მატჩიანი მოგებათა სერია დაუსრულა.

შეხვედრაში ანგარიში დენიელ ჯეიმსის პასით მარკუს რაშფორდმა გახსნა, მერსისაიდელები გოლს აპროტესტებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ გოლამდე ლინდელოფმა ორიგის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია.

თუმცა, მარტინ ანტკინსონმა ინციდენტი ვიდე-ასისტენტთან გადაამოწმა და გოლი ჩათვალა. პირველივე ტაიმში ანგარიში სადიო მანემ გაათანაბრა, მაგრამ ამჯერად, ისევ VAR-ის გამოყენებით გოლი გააუქმეს.

ლივერპულიდან ანგარიშის გათანაბრება შეცვლაზე შემოსულმა - ადამ ლალანამ შეძლო, რომელსაც 2017 წლის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი. მატჩის დასრულებამდე ლივერპულელებს შეეძლოთ მატჩის მოგება, თუმცა ჯერ ოქსლეიდ-ჩემბერლენის დარტყმული ასცდა კარს, ხოლო შემდეგ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის.

საინტერესო ფაქტები

⚽ სულშერი ერთადერთი მწვრთნელია, ვისაც კლოპი ერთხელ, ან მეტჯერ შეხვდა პრემიერლიგაში და დამარცხება ვერ მოახერხა.

⚽ მანჩესტერმა წელს მერვე მატჩში გაიტანა პირველამა და თამაში ვერ მოიგო, რაც ლიგის ანტი-რეკორდია.

⚽ 2001 წლის შემდეგ პირველად - ამ გუნდების დაპირისპირებაში გოლები ორივე მხრიდან ინგლისელმა გაიტანა (2001 - მაიკლ ოუენი და დევიდ ბექჰემი).

⚽ იუნაიტედს 1984 წლის შემდეგ სახლში ისეთი მატჩი არ წუგია, სადაც პირველი ტაიმი ჰქონდა მოგებული...

⚽ შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული არცერთ მცველს ენდრიუ რობერტსონზე მეტი საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია - 14! იგივე შედეგი აქვს ალექსანდრ-არნოლდს.

კომენტარები

ბოლო ამბები