Thumbnail

ეროვნული ლიგა | 0:0 გორში, მაგრამ დინამო ბათუმმა ლიდერობა განიმტკიცა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დილა 0:0 დინამო ბათუმი
  • გია გეგუჩაძის გუნდმა ვერ მოიგო, თუმცა მთავარ კონკურენტს 1 ქულით გაასწრო

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც დილამ ჩემპიონატის ლიდერს, დინამო ბათუმს უმასპინძლა. აჭარლებს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდათ: გამარჯვება. მითუმეტეს, ბათუმელთა უშუალო კონკურენტი, დინამო თბილისი ლოკომოტივთან დამარცხდა.

პირველი ტაიმი ნელ ტემპში წარიმართა, საინტერესო და გამოსარჩევი კი მოედანზე ბევრი არაფერი მოხდა. თამაში ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, სახიფათო მომენტები კი პრაქტიკულად არ შექმნილა. ტაიმის შუაში, ბენჟამინ ტეიდიმ შორი მანძილიდან სახიფათოდ დაარტყა და გორელთა მეკარემ მოიგერია ბურთი.

ტეიდის მომენტი 

მეორე ტაიმში დინამო ბათუმმა მოუმატა და არაერთხელ შეეძლო გოლის გატანა. სტუმრები ცდილობდნენ სამი ქულის მოპოვებას, მაგრამ გია გეგუჩაძის გუნდს ბოლო ფაზაში ყოველთვის რაღაც აკლდებოდა. 

ყველაზე კარგი მომენტები მატჩის დასკვნით 10 წუთში ფლამარიონ ჯოვინოს ჰქონდა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა 81-ე წუთზე ახლო დისტანციიდან დაარტყა, თუმცა დილას მეკარემ, გიორგი ჩოჩიშვილმა მოიგერია ბურთი.

ჯოვინოს მომენტი

ბოლო წუთებზე, ჯოვინოს ყველაზე ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა, როდესაც თორნიკე გაფრინდაშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, ბრაზილიელი მეკარესთან პირისპირ დარჩა, ტექნიკურადაც დაარტყა, თუმცა ისევ ჩოჩიშვილმა მოიგერია ბურთი. შეგვიძლია თამამად  ვთქვათ, რომ დილას მეკარე მატჩის საუკეთესო მოთამაშეა!

ჯოვინოს მომენტი

31-ე ტური ყველაზე კარგი საბურთალოსთვის გამოდგა, რომელმაც ლიდერებთან ქულათა სხვაობა შეამცირა და საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნდა. ლიდერი 63 ქულით დინამო ბათუმია, მეორე ადგილზე კი, 62 ქულით, დინამო თბილისია. 60 ქულით მესამე პოზიციაზე თბილისის საბურთალოა. მართალია, გია გეგუჩაძის გუნდმა გორში ვერ მოიგო, მაგრამ მთავარ კონკურენტს ერთი ქულით გაასწრო და კიდევ ერთი, პატარა ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ.

დილა 0:0 დინამო ბთ.

დილა (4-2-3-1): ჩოჩიშვილი - იენდეუნტი, მირცხულავა, ჩადუნელი, გიორბელიძე - ნონდი (61. გაგნიძე), რაზმაძე - ფორტესი, კუცია, ნონიკაშვილი (31. სპანდერაშვილი) - გოშთელიანი (65. კოვტალიუკი)

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - მელიავა, გაგოშიძე, კობახიძე, ნავალოვსკი - მანჯგალაძე, ტეიდი - რამოსი, ჯოვინო (90. თევდორაძე), ჯიღაური (68. გაფრინდაშვილი) - დვალიშვილი (76. მამუჩაშვილი)

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

კომენტარები

ბოლო ამბები