Thumbnail

გუნდური ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე – ფინალიც ძალიან ახლოს იყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ძიუდოისტებმა მე-3 ადგილისთვის გერმანიას აჯობეს
  • საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში რუსეთთან დამარცხდა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ტურნირი ინდივიდუალური ასპარეზობების დარად მაროკოს ქალაქ მარაკეშში ჩატარდა და ქართული გუნდი ფინალთანაც ძალიან ახლოს იყო, თუმცა, საბოლოოდ, მე-3 ადგილს დასჯერდა.

გუნდური შეჯიბრისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:
73 კგ. ლუკა კაპანაძე; გიორგი თუთაშვილი
90 კგ. ლაშა ბექაური, მიხეილ ბექაური
+100 კგ. გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი
57 კგ. ეთერ ლიპარტელიანი
70 კგ. მარიამ ჭანტურია
+78. სალომე მაყიშვილი

ქართველმა ძიუდოისტებმა საწყის რაუნდებში მაროკოს (3:1) და ბრაზილიას (4:1) დამაჯერებლად აჯობეს, ნახევარფინალში კი რუსეთთან დიდი ბრძოლა გადაიტანეს და 3:4 დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ თავი ვერ გამოიჩინა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, რომელმაც მანსურ ლორსანოვთან 2 ორთაბრძოლა წააგო (3:3-ზე წილისყრამ ტატამზე 90 კგ. წონითი წარმომადგენლებს მეორეჯერ უხმო).

მე-3 ადგილისთვი შეხვედრაში ქართველთა მეტოქე გერმანია იყო და ამ შემთხვევაში, ჩვენს გუნდს პრობლემები აღარ შექმნია. საქართველოს ნაკრები 4:1 დაწინაურდა და ბოლო ორთაბროლის გამართვა საჭირო აღარ გამხდარა.

კომენტარები

ბოლო ამბები