Thumbnail
  • ღვინიაშვილმა და რეხვიაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს
  • ფინალისტ გუნდში ასევე რამდენიმე ქართველი ირიცხებოდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების არაერთმა წევრმა მიიღო მონაწილეობა გერმანული ბუნდესლიგის გადამწყვეტ ეტაპში, რომელმაც ჩემპიონის ვინაობა გაარკვია.

გადამწყვეტ შერკინებაში, რომელშიც აბენსბერგმა ესლინგენი 8:6 დაამარცხა, ტატამზე მსოფლიოს 6 ჩემპიონი ვიხილეთ და სასიხარულოა, რომ ოქროს მედლები ქართველებსაც ერგოთ.

კვარცხკლბეკის უმაღლეს საფეხურზე ბექა ღვინიაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი და უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაია ავიდნენ, ესლინგენის ღირსებას კი ამირან პაპინაშვილი, გურამ თუშიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და ესპანეთის მოქალაქეობის მქონე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იცავდნენ.

აბენსბერგმა გერმანული ბუნდესლიგა 21-ედ მოიგო

ფინალში მონაწილეობა ყველა ჩვენებურს არ მიუღია. ღვინიაშვილმა გამოცდილ ჰოლანდიელ ნოელ ვან’ტ ენდთან ვაზარები გაცვალა, დამატებით დროში კი მე-3 შიდო აჰკიდა, გურამ თუშიშვილმა იოჰანეს ფრეი (გერმანია) დააიპონა, შერაზადიშვილმა მარკ ოდენტალს (გერმანია) ასევე წმინდად აჯობა, ზანთარაია კი იგორ ვანდკტესთან (გერმანია) დამარცხდა.

საინტერესოა, რომ ძიუდოს კლუბმა აბენსბერგმა გერმანული ბუნდესლიგა უკვე 21-ედ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები