Thumbnail

ბასილაშვილს ესპანელი ვეტერანი ელის – ვერდასკოს შემდეგ, ალბათ, ტიმია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ვენის ტურნირზე მეტოქის ვინაობა შეიტყო
  • ნიკოლოზ ბასილაშვილს რეიტინგში წინსვლის შანსი აქვს

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფება, სადაც მომავალი კვირიდან ძალებს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 2 433 810 ევრო) მოსინჯავს.

წილისყრის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ Erste Bank Open-ზე ნიკას პირველი მეტოქე 35 წლის ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იქნება. თუკი საქართველოს პირველმა ჩოგანმა მას აჯობა, 45 სარეიტინგო ქულას მიიღებს და მერვედფინალში გავა.

იქ, ბასილაშვილი სავარაუდოდ, პირველ ნომრად განთესილ ავსტრიელ დომინიკ ტიმს გაეჯიბრება, რომელსაც “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასთან დაპირისპირება ელის.

ცნობისთვის, ნიკოლოზს ბოლო მატჩი სწორედ ტიმთან აქვს ჩატარებული: 10 ოქტომბერს, შანხაის მასტერსის (საპრიზო ფონდი 8 332 885 დოლარი) მერვედფინალში ჩვენებურმა ავსტრიელთან 3:6, 4:6 წააგო.

რაც შეეხება ვერდასკოს, მასთან ქართველ ჩოგბურთელს ერთადერთხელ, 2018 წელს, მისთვის ტრიუმფალურ პეკინის ტურნირზე უთამაშია, სადაც ესპანელს 7:6 (7:3), 6:4 სძლია.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ვენაში შარშანაც იმყოფებოდა, თუმცა, პირველივე წრეში მარცხი განიცადა, ამდენად, რეიტინგში წინსვლის შანსი აქვს, ამჟამად კი, კლასიფიკაციაში 24-ე ადგილზე იმყოფება. 

კომენტარები

ბოლო ამბები