Thumbnail
  • ქართველმა ცენტრმა ისევ შედეგიანად ითამაშა
  • გიორგი შერმადინის ტენერიფემ ხუთეულში შეაღწია

გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-5 ტურში სტუმრად მანრესას 81:61 სძლია, ქართველმა ცენტრმა კი, რომელიც სეზონის სტარტს ჩინებულ ფორმაში შეხვდა, მორიგი დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა.

შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:19 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 9-დან 7 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, გიოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ მადრიდის რეალის ყოფილ წევრს სანტიაგო იუსტას ჩამორჩა, რომელმაც 21 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

შერმადინმა და მისმა თანაგუნდელებმა დამაჯერებლად მოიგეს

ტენერიფელებმა 3 მოგება მოაგროვეს და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე გადაინაცვლეს. შერმადინის გუნდს მომდევნო შეხვედრა 27 ოქტომბერს ელის, როდესაც შინ თორნიკე შენგელიას ბასკონიას დაუხვდება.

აქვე ვთქვათ, რომ დღეს, ბასკური კლუბი ბეტისს უმასპინძლებს, ბექა ბურჯანაძის გრან კანარია კი ერთ-ერთ ლიდერ ბარსელონას ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები