Thumbnail
  • მასპინძელთაგან თავი მუხრან ბაგრატიონმა გამოიჩინა
  • ზურაბ ხიზანიშვილის გუნდს რევანშის შანსი 21 ოქტომბერს ექნება

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უკრაინასთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და საკმაოდ დრამატული გამოდგა.

საბოლოოდ, სტუმრებმა უკანასკნელი წუთზე გატანილი ავტოგოლით 2:1 იმარჯვეს. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი ბურთი მუხრან ბაგრატიონმა შეაგდო 69-ე წუთზე.

ზურაბ ხიზანიშვილმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ჯოჯუა, გაფრინდაშვილი, ჯანაშია, მორჩილაძე, ბაგრატიონი, ლაცაბიძე, ხიმშიაშვილი, გოჩიაშვილი, ხაბულიანი, თოდუა, შიოლაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: ღურწკაია, ლაბაძე, გოგებაშვილი, ბართია, ცხოვრებაშვილი, ხაბურზანია, ოჩიგავა, სიორდია, ნოზაძე, ჭელიშვილი.

გუნდები მეორე მატჩს 21 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ჩაატარებენ. დასაწყისი 18:00 საათზე.

კომენტარები

ბოლო ამბები