Thumbnail
  • ესპანეთში თავიდან გაიხსნა საქმე, რომელიც 2011 წლის საფეხბურთო სკანდალს ეხება.
  • 35 ბრალდებულს 2-2 ციხე და 6-6-წლიანი დისკვალიფიკაცია ელის.

ესპანეთის პროკურატურამ ხელახლა გახსნა სკანდალურის საქმე, რომელიც 2011 წლის ლა ლიგის მატჩს უკავშირდება, რომელშიც სარაგოსა და ლევანტე მონაწილეობდნენ. 

პროკურატურა რეკომენდაციას უწევს სასამართლოს, რომ ამ სკანდალში გარეული ბრალდებულები 2-2-წლიანი ციხით და 6-6-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ. 

სარაგოსას და ლევანტეს დაპირისპირება ბოლო ტურის მატჩი იყო, ორივე გუნდის ფეხბურთელები შეთანხმდნენ, რომ სარაგოსა უნდა დარჩენილიყო ლა ლიგაში. ასე რომ, არაგონელებმა ვალენსიაში "სიუტატ დე ვალენსიაზე" 2:1 "მოიგეს".

"თუ ეს საქმე სასამართლომდე არ მივა, მაშინ არ ვიცით, რა შეიძლება იყოს თამაშის ჩაწყობასთან დაკავშირებული უფრო ნათელი მაგალითი", - განუცხადა "მარკას" პროკურატურის წარმომადგენელმა. 

ყველაზე რთულად საქმე ხავიერ აგირეს აქვს

არაგონის მხარის პროვინციულმა პროკურატურამ უკვე მიაღწია მიზანს და მოსამართლე ისაბელ როდრიგესმა ეს სკანდალური საქმე თავიდან გახსნა.

პროკურატურაში დარწმუნებული არიან, რომ ორივე კლუბის ფეხბურთელები თანაბრად არიან დამნაშავენი ამ სკანდალში.

ციხე და დისკვალიფიკაცია ისეთ ფეხბურთელებს ემუქრებათ, როგორიც ანდერ ერერა (მანჩესტერ იუნაიტედი), გაბი (ატლეტიკო) და ვისენტე იბორა (ლესტერი) არიან. 

პროკურატურის ინფორმაციით, მატჩის ჩაწყობაში გარეული იყო ორივე გუნდის 35 მოთამაშე
ესპანეთში 2 წლით და ნაკლებით მისჯილი ბრალდებულები ძირითადად არ მიდიან ციხეში, თუ ეს მათთვის პირველი შემთხვევაა ან თუ რამე სხვა დამამძიმებელი გარემოებები არ უწყობს ხელს ადამიანის დაჭერას. აი, მაშინდელ თავკაცს (სარაგოსა) ხავიერ აგირეს კი საქმე სერიოზულად აქვს, რადგან კიდევ ერთ საქმეზე (ისიც მატჩის ჩაწყობა) იყო ბრალდებული.

საერთო ჯამში, 35 ფეხბურთელს ელის ციხე და დისკვალიფიკაცია

ფეხბურთელებისთვის უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს 6-წლიანი დისკვალიფიკაცია. 

ბრალდებულთაგან ერთ-ერთი ჩისკო მუნიოსია, რომელიც 2011-14 წლებში თბილისის დინამოში თამაშობდა და ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი. მაშინ იგი ლევანტეს ღირსებას იცავდა. 37 წლის ჩისკოს ნაკლებად უნდა ადარდებდეს, 6-წლიანი დისკვალიფიკაცია, რადგან მან 2016 წელს დაასრულა საფეხბურთო კარიერა.

სკანდალურ თამაშში სარაგოსას ორივე გოლი გაბიმ გაიტანა

გაბის პირველი გოლი საჯარიმო დარტყმით
გაბის გადამწყვეტი გოლი ლევანტეს კარში

კომენტარები

ბოლო ამბები