Thumbnail
  • ლევან სალუქვაძის ბილეთის კოეფიციენტია 19,5
  • კრასნოდარის, შალკეს და ვოლფსბერგის ორიანები რეალურია
  • მაყურებლის ბილეთში დინამო ბათუმის ორიანი დილასთან
  • 4,5-ზე მეტი ბარათი მანჩესტერ იუნაიტედისა და ლივერპულის მატჩში

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 20 ოქტომბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 3-მატჩიანი  ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 19,5 გახლავთ. ლევან სალუქვაძის ბილეთის სამივე ფსონი ძალიან საინტერესოა, ყველაზე მაღალი კოეფიციენტი კი ვოლფსბერგერის მოგებას აქვს სტუმრად, რაპიდთან (2,8)

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

“საკმაოდ რისკიანი ბილეთი გამომივიდა, მაგრამ ამავდროულად რეალურიც. სამივე მატჩი კარგი კოეფიციენტის მქონე ორიანია. პირველია კრასნოდარის მოგება სტუმრად დინამოსთან, რადგან კრასნოდარი ჩემპიონობისთვის იბრძვის და მთელი ყურადღებით არის რუსეთის პრემიერლიგაზე. მართალია, მოსკოვის დინამოს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ თავისი თამაში ჯერ ვერ იპოვა. კრასნოდარელები კი ყველა გასვლით მატჩში მოსაგებად თამაშობენ.

კარგად გავარჩიეთ რაპიდისა და ვოლფსბერგერის თამაშიც. ვოლფსბერგერი გასვლით მატჩებში გოლს თითქმის არ უშვებს და ყველას უგებს - ერთადერთი გამონაკლისი ამ სეზონში ზალცბურგთან მატჩი იყო და ამ გუნდთან წაგება კი არავისთვის არ არის სირცხვილი.

მესამე მატჩია ჰოფენჰაიმისა და შალკეს ორიანი. გელზენკირხენულმა კლუბმა ძვირადღირებული ფეხბურთელები გაუშვა, სტრატეგია აბსოლუტურად შეცვალა. ახალგაზრდა ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან, კარგად თამაშობენ და ზემოთ ასვლა სურთ. შალკე მოგების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადავა. ჰოფენჰაიმი კი იულიან ნაგელსმანის წასვლის შემდეგ ის ჰოფენჰაიმი აღარ არის.”

"იმედის ფსონის" სტუმარი დღეს პროგნოზისტი ტარიელ ბერეკაშვილი იყო, რომელმაც 6-მატჩიანი ბილეთი შეადგინა - კოეფიციენტით 10,5.

მაყურებლის ბილეთიც 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 16,0 გახლავთ. ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ამ ბილეთში მანჩესტერ იუნაიტედისა და ლივერპულის მატჩის 4,5-ზე მეტ ბარათს აქვს - 1,85 ევროპაბეთის მიხედვით.

კომენტარები

ბოლო ამბები