Thumbnail

ამერიკელი მწვრთნელის გმირობა - მან ბევრი ადამიანი გადაარჩინა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კინონ ლოუმ შეიარაღებულ სტუდენტს იარაღი გამოართვა და ჩაეხუტა
  • ინტერნეტში მისი გმირული საქციელის ვიდეო გავრცელდა
  • 18 წლის სტუდენტი, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანის მოკვლას აპირებდა

დრამატული კადრები ორეგონის შტატის სკოლიდან!

ეს ამბავი მაისში მოხდა, თუმცა მისი ამსახველი კადრები ახლა გავრცელდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელი კინონ ლოუ ნამდვილი გმირია, რადგან მან, სავარაუდოდ, ბევრი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან.

კინონ ლოუს გმირობის ამსახველი კადრები ინტერნეტში ახლა გავრცელდა

ორეგონის შტატის ერთ-ერთ სკოლაში, შეიარაღებულ სტუდენტს, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. უსაფრთხოების კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ შეაჩერა იგი კინონ ლოუმ, რომელიც ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელია. იგი არ შეშინდა, არ დაიბნა და იმ დროს, როცა ყველა პანიკაში იყო, შეიარაღებულ სტუდენტს დაელაპარაკა, იარაღი გამოართვა და შემდეგ დიდხანს ჰყავდა ჩახუტებული.

“უცებ დავინახე, რომ იარაღი ჰქონდა და ყველა გაურბოდა. ჯერ სახეზე შევხედე, შემდეგ იარაღი დავათვალიერე, ეს 2 წამში მოხდა. მერე კი უბრალოდ ინსტინქტურად ვიმოქმედე. ბევრი არ მიფიქრია, ეს თავისთავად მოხდა. არ მინდა, რომ გმირი მიწოდონ - უბრალოდ მიხარია, რომ ბავშვების დაცვა შევძელი. ვფიქრობ, სწორ დროს, სწორ ადგილზე აღმოვჩნდი,” - აცხადებს კინონ ლოუ და კითხვაზე, რატომ ჩაეხუტა შეიარაღებულ სტუდენტს, ასე პასუხობს: “სიმართლე გითხრათ, შემეცოდა. ვუთხარი, აქ იმიტომ ვარ, რომ გადაგარჩინო-მეთქი. ვუმეორებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.”

კომენტარები

ბოლო ამბები