Thumbnail

უეინ რუნის ბოლო მატჩი MLS-ში - ინგლისელის გუნდმა დამატებით დროში 4 გოლი გაუშვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დი სი იუნაიტედი ტორონტოსთან 1:5 დამარცხდა
  • უეინ რუნის თავგადასავალი MLS-ში დასრულდა

ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, უეინ რუნის გუნდი დი სი იუნაიტედი MLS-ის პლეი ოფის პირველივე წრეში დამარცხდა. ვაშინგტონელებმა ტორონტოსთან 1:5 წააგეს. აღსანიშნავია, რომ მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი ტორონტომ დი სი იუნაიტედს 5 გოლი გაუტანა (ჯონათან ოსორიომ დუბლი შეასრულა).

ტორონტო 32-ე წუთიდან იგებდა და დი სი იუნაიტედმა ანგარიშის გათანაბრება 93-ე წუთზე, სწორედ რუნის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მოახერხა.

ამ წაგებით რუნის თავგადასავალი MLS-ში დამთავრებულია. როგორც იცით, 33 წლის ფორვარდი, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 120 მატჩი აქვს ჩატარებული, იანვარში სამშობლოში ბრუნდება, სადაც დერბი ქაუნთის მოთამაშე მწვრთნელი იქნება. რუნიმ ვაშინგტონელთა რიგებში წელიწადნახევარში 52 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.

📺 ვიდეო: ტორონტო 5:2 დი სი იუნაიტედი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები