Thumbnail

იუვენტუსის მე-7 მოგება - პიანიჩის გამარჯვების გოლი ბოლონიასთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იუვენტუსი 2:1 ბოლონია
  • 1:0 რონალდო (19), 1:1 დანილო (26), 2:1 პიანიჩი (54)

ტურინის იუვენტუსმა მე-8 ტურის მატჩში ბოლონიას უმასპინძლა და შეხვედრა 2:1 მოიგო. მაურიციო სარის გუნდმა მიმდინარე სეზონში მე-7 გამარჯვება მოიპოვა. ტურინელები მე-19 წუთზე კრიშტიანო რონალდომ დააწინაურა. პორტუგალიელი საჯარიმოში შევიდა და სპორუპსკის ახლო კუთხეში გაუტანა - ეს კრიშტიანოს მე-4 გოლი იყო მიმდინარე სეზონში.

ბოლონიამ შვიდ წუთში გაათანაბრა - 35 წლის დანილომ წონასწორობა აღადგინა და სერია A-ს მე-9 სეზონში მე-11 გოლი გაიტანა. ტურინელებმა მატჩი მაინც მოიგეს. მირალემ პიანიჩმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და იუვენტუსმა 3 ქულა მოიპოვა.

ტურინელები სერია A-ს 22 ქულით ლიდერობენ. ევროპის TOP 5 ლიგაში მხოლოდ 3 წაუგებელი გუნდი დარჩა: იუვენტუსი, ლივერპული და ვოლფსბურგი. მადრიდის რეალი მალიორკასთან დამარცხდა და ამ სამეულს ჩამოშორდა.

41 წლის ბუფონის ფანატასტიკური სეივი

კომენტარები

ბოლო ამბები