Thumbnail
  • კრისტალ პალასი 0:2 მანჩესტერ სიტი
  • ბრაზილიელი გაბრიელ ჟეზუშის 50-ე გოლი სიტის მაისურით 

ხოსეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი პრემიერლიგის მე-9 ტურში ლონდონში კრისტალ პალასს ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. სიტი 19 ქულით მე-2 ადგილზეა და ლივერპულს 5 ქულით ჩამორჩება. კრისტალ პალასი 14 ქულით მე-6 ადგილზეა.

39-ე წუთზე ბერნარდო სილვამ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას თავით გაბრიელ ჟეზუშმა დაასწრო და ანგარიში გახსნა.

გაბრიელ ჟეზუშმა სიტის მაისურით 50-ე გოლი გაიტანა. 

41-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა მცველს ბურთი თავზე გადაუგდო, დავიდ სილვამ კი ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.

კრისტალ პალასი 0:2 მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 გაბრიელ ჟეზუში (39), 0:2 დავიდ სილვა (41)

მანჩესტერ სიტი (3-1-4-2): ედერსონი - კანსელო, ფერნანდინიო, მენდი - როდრი - ბერნარდო სილვა, გიუნდოგანი, დე ბრუინე (91. ფოდენი), დავიდ სილვა (79. სტოუნსი) - გაბრიელ ჟეზუში, სტერლინგი

სხვა მატჩები

ევერტონი 2:0 ვესტ ჰემი 
ასტონ ვილა 2:1 ბრაიტონი
ბორნმუთი 0:0 ნორვიჩი
ჩელსი 1:0 ნიუკასლი
ლესტერი 2:1 ბარნლი
ტოტენჰემი 1:1 უოტფორდი
ვულვზი 1:1 საუთჰემპტონი

კომენტარები

ბოლო ამბები