Thumbnail
  • აუგსბურგი 2:2 ბაიერნი
  • 30 წლის ალფრედ ფინბოგასონმა 'რეკორდმაისტერს' 2 ქულა დააკარგვინა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-8 ტურში ჩემპიონი ბაიერნი აუგსბურგს ესტუმრა და გამარჯვება ხელიდან ბოლო წამებზე გაუშვა - 2:2. 

რიხტერის გოლით დაწინაურებულ აუგსბურგს მე-14 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ სეზონში მე-12 გოლით უპასუხა. მეორე ტაიმის დასაწყისში სერჟ გნაბრიმ სტუმრები დააწინაურა, მაგრამ მე-2 კომპენსირებულ წუთზე ნოიერს გოლი 30 წლის ისლანდიელმა ფორვარდმა ალფრედ ფინბოგასონმა გაუტანა. 8 თამაშიდან 15 ქულით ბაიერნი მე-3 პოზიციაზეა, აუგსბურგს მხოლოდ 6 ქულა აქვს. 

ფინბოგასონს მარტის მერე გოლი არ ჰქონდა გატანილი, მაშინ ისლანდიელმა მაინცის კარში ჰეთ თრიკი შეასრულა

აუგსბურგი 2:2 ბაიერნი

გოლები: 1:0 რიხტერი (1), 1:1 ლევანდოვსკი (14), 1:2 გნაბრი (49), 2:2 ფინბოგასონი (92)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, პავარი, ზიულე (12. ალაბა), ლ. ერნანდესი - ტიაგო ალკანტარა, ხავი მარტინესი - კომანი, კოუტინიო (80. მიულერი), გნაბრი (86. გორეტცკა) - ლევანდოვსკი 

სხვა მატჩები

დიუსელდორფი 1:0 მაინცი
ლაიპციგი 1:1 ვოლფსბურგი
უნიონი 2:0 ფრაიბურგი
ვერდერი 1:1 ჰერტა
დორტმუნდი 1:0 მიონხენგლადბახი

კომენტარები

ბოლო ამბები