Thumbnail

სენსაცია დინამო არენაზე - ლოკომოტივმა დინამოს დერბი მოუგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ეროვნული ლიგის 31-ე ტურში თბილისური დერბი გაიმართა, დინამო თბილისმა ლოკომოტივს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. 

მე-4 კომპენსირებულ წუთზე შეცვლაზე შესულმა თორნიკე კირკიტაძემ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და გამარჯვების გოლი გაიტანა. 

დინამო თბილისს 62 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა, წინ ამდენივე ქულით დინამო ბათუმია, რომელსაც თამაში რეზერვში აქვს. ლოკომოტივი 43 ქულით მე-4 ადგილზე გადავიდა.

0:1 თ. კირკიტაძე 94'

შეგახსენებთ, რომ დღეს ერთი თამაში უკვე გაიმართა, საქართველოს ჩემპიონმა საბურთალომ სტუმრად ტორპედო დაამარცხა - 2:0. კვირას კი გამოსარჩევია ჩემპიონობის კანდიდატი დინამო ბათუმის ვიზიტი გორში დილასთან.

დინამო 0:1 ლოკომოტივი

გოლი: 0:1 თ. კირკიტაძე (94)

დინამო (4-2-3-1): პერალესი - იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო (61. რუხაია) - პაპავა, ნინუა - ზარია (74. მჭედლიძე), კუტალია, დაფე (61. კუხიანიძე) - კარიკარი

ლოკომოტივი (4-2-3-1): ბულისკერია - გაბაძე, ჭანტურია, გურეშიძე, უბილავა - გვალია, შონია - დ. კირკიტაძე (91. ჯიქია), სამურკასოვი (76. თ. კირკიტაძე), კომახიძე - სიხარულიძე (95. შეყილაძე)

კომენტარები

ბოლო ამბები