Thumbnail

სულამანიძემ ფინალი წააგო - ქართველის ვერცხლი მსოფლიოზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ილია სულამანიძემ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე 4 ბრძოლა მოიგო
  • ქართველ ძიუდოისტს ფინალში იაპონელმა მეტოქემ მოუგო

ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე (90 კგ.) მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

სულამანიძე ფინალში იაპონელ კაზუნარი კამიგაკისთან დამარცხდა. შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, იაპონელმა ძიუდოისტმა ვაზარი აიღო, რომელიც სულამანიძემ რამდენიმე წამით ადრე გაქვითა, თუმცა დამატებით დროში ქართველი ძიუდოისტი ვაზარზე დაეცა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები