Thumbnail
  • ახალი ზელანდია 46:14 ირლანდია | ALL BLACKS-ის შვიდი ლელო
  • ახალზელანდიელები ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებს შეხვდებიან

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მათ მეოთხედფინალში ირლანდიას 32 ქულით, 46:14 სძლიეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

ახალზელანდიელებმა პირველი ტაიმი 22:0 მოიგეს. ირლანდიამ ქულები მხოლოდ მეორე ტაიმში დააგროვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ახალზელანდიელი ბოდენ ბარეტი გახდა. აღსანიშნავია, რომ ირლანდიელთა ლეგენდარულმა მორაგბემ, რორი ბესტმა კარიერა დაასრულა. მან ირლანდიის ნაკრებში 14 წელი ითამაშა და 122 მატჩში 11 ლელო დადო.

ახალი ზელანდიის ლელოები: აარონ სმიტი (14, 20), ბოდენ ბარეტი (32), კოდი ტეილორი (48), მეტ ტოდი (61), ჯორჯ ბრიჯი (73), ჯორდი ბარეტი (79).

რიჩი მუნგამ 4 გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა.

ირლანდიის ლელოები: რობი ჰენშოუ (69), საჯარიმო ლელო (76). ჯოი ქარბერიმ გარდასახვა გაიტანა

კომენტარები

ბოლო ამბები