Thumbnail
  • ტორპედო 0:2 საბურთალო
  • ტორპედომ მოედანზე 16-18 წლის ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდი გაიყვანა
  • საბურთალომ წყალტუბოში გაიმარჯვა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, ეროვნული ლიგა განახლდა და 31 ტურის სასტარტო შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა, სადაც ფინანსური პრობლემების გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილმა ქუთაისის ტორპედომ თბილისის საბურთალოს უმასპინძლა.

ამ თამაშის წინ ტორპედომ განცხადება გააცრცელა, რომლის თანახმად, მოქმედ ჩემპიონებთან სათამაშოდ კლუბის მეორე და ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელები გავიდოდნენ. ასეც მოხდა და კახა ჩხეტიანის გუნდის ფეხბურთელთა უმეტესობისთვის, რომელთა ასაკი 16-18 წელს შეადგენდა, 31-ე ტურის მატჩი სადებიუტო იყო ეროვნულ ლიგაში.

მიუხედავად ყველაფრისა, მასპინძლებმა პირველი ტაიმი გაძლეს და გოლი არ გაუშვეს, მაგრამ შესვენების შემდეგ გიორგი აბზიანიძემ ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში და ანგარიში გაიხსნა. მალევე აბზიანიძემ სანდრო ალთუნაშვილი საკუთარ საჯარიმოში წააქცია. 11-მეტრიანი ნიკა სანდოხაძემ შეასრულა, დავით ასათიანმა კი პენალტის მოგერიება მოახერხა.

ფეხბურთელები და მათი ასაკი ასაკი, ვინც "საბურთალოს" წინააღმდეგ ითამაშა: სოსო კოპალიანი (13 წლის); ლუკა ელბაქიძე (15...

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on შაბათი, 19 ოქტომბერი, 2019

მაგრამ ქუთაისელთა 16 წლის მაკარე მოგვიანებით საჯარიმო დარტყმას ვეღარ გაუმკლავდა, რომელიც გეგა დიასამიძემ შეასრულა.

ტორპედომ ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და 40 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზე რჩება. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებს კი, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ, 60 ქულა აქვთ და დინამო ბათუმსა და დინამო თბილისს 2 ქულით ჩამორჩებიან.

რაც შეეხება ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტებს, 19 ოქტომბერს დინამო თბილისი ლოკომოტივს უმასპინძლებს, კვირას კი დინამო ბათუმი სტუმრად გორის დილას დაუპირისპირდება. 

ტორპედო 0:2 საბურთალო

გოლები: 0:1 აბზიანიძე (ავტ. 48’), 0:2 დიასამიძე (60’).

ტორპედო (5-4-1): ასათიანი - აფრიდონიძე, აბულაძე, აბზიანიძე, ფიფია, ბოჭორიშვილი - მელაძე (ბაბუნაშვილი, 58’), სანებლიძე (მაღლაფერიძე, 68’), ქორიძე, დეისაძე - შარვაშიძე (ელბაქიძე, 76’).

საბურთალო (4-4-2): მიგინეიშვილი - ჩაბრაძე (მალი, 46’), სანდოხაძე, კაკუბავა, ლაკვეხელიანი - დიასამიძე (გაბედავა, 63’), ცნობილაძე, ალთუნაშვილი (მარგველაშვილი, 69’), გორგიაშვილი - როლოვიჩი, გი. 

📷 | erovnuliliga.ge

კომენტარები

ბოლო ამბები