Thumbnail

ახალი კონტრაქტი მეისონ გრინვუდს! ინგლისელი იუნაიტედში 2023 წლამდე დარჩება 

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • მეისონ გრინვუდი მანჩესტერს იუნაიტედში კიდევ ოთხი წლით დარჩება
  • კლუბის ხელმძღვანელობა მას ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ განიხილავს 

მეისონ გრინვუდი ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელია. კლუბში ოლე გუნარ სულშერის მისვლის შემდეგ, ის პირველ გუნდში დააწინაურეს.

გრინვუდმა მაისში კარდიფის წინააღმდეგ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე მაჩესტერ იუნაიტედის რიგებში, რომელიც პრემიერლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა. 

იუნაიტედის ხელმძღვანელობა 18 წლის ფეხბურთელს კლუბის მომავლად განიხილავს. ინგლისელმა ტალანტმა "წითელ ეშმაკებთან" ახალი კონტრაქტი დადო, რომლის თანახმადაც იგი "ოლდ ტრაფორდზე" 2023 წლამდე დარჩება.

"ითამაშო მანჩესტერ იუნაიტედის პირველ გუნდში, ეს ახდენილი ოცნებაა", - განაცხადა მეისონმა.

გრინვუდს ახალ სეზონში დიდი სათამაშო დრო ეძლევა. იგი ყველა ჩატარებული შეხვედრის განაცხადში იყო. მეისონის როლი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ინგლისურ კლუბში ტრავმების რაოდენობამ იმატა.

კომენტარები

ბოლო ამბები