Thumbnail

კიდევ ერთი ქვეყანა უკრაინის შემდეგ, რომელსაც უეფა რუსეთთან არ ათამაშებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფაში რუსეთსა და კოსოვოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს
  • ამ ქვეყნების გუნდების ერთმანეთისგან დაცილების მიზეზი უსაფრთხოებაა 

უეფაში გამართულ სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ რუსეთის ნაკრებებს საერთაშორისო შეჯიბრებებში კიდევ ერთ ქვეყანას აარიდებენ - უკრაინის შემდეგ ეს კოსოვო იქნება.

ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი მსგავს შეხვედრებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემებია. ამასთან დაკავშირებით, გადაწყდა, რომ ამ ორი ქვეყნის გუნდები უეფას ტურნირების წილისყრისას განთესილები იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთისა და კოსოვოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებები ევრო 2021-ის შესარჩევ ჯგუფში ერთად მოხვდნენ. ამ შემთხვევაში მატჩები ნეიტრალურ მოედნებზე ჩატარდება. 

ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, უეფა ერთმანეთისგან სომხეთისა და აზერბაიჯანის, ბოსნია-ჰერცოგოვინსა და კოსოვოს, სერბეთისა და კოსოვოს, ესპანეთის და გიბრალტარის და რუსეთისა და უკრაინის ნაკრებებს აშორიშორებს.

კომენტარები

ბოლო ამბები