Thumbnail

გიორგი ნემსაძეს კარიერა არ დაუსრულებია და რუსეთში ითამაშებს!

  • პადმასკოვიემ გიორგი ნემსაძე ძირითად შემადგენლობაში შეიყვანა
  • ქართველი მორაგბე რუსულ კლუბის ღირსებას დაიცავს
  • გიორგი ნემსაძის დებიუტი 19 ოქტომბერს შედგება

მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ბოლო მატჩის შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირმა გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მამუკა გორგოძესა და გიორგი ნემსაძეს ეძღვნებოდათ. გორგოძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა, ხოლო ნემსაძე როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო რაგბისაც დაემშვიდობა.

თუმცა, როგორც ახლა გაირკვა, ნემსაძემ კარიერის დასრულება გადაფიქრა. რუსულმა სარაგბო კლუბმა, პადმასკოვიემ ყუბანთან მეოთხედფინალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა, სადაც ქართველი მორაგბეც მოხვდა. ნემსაძე ყუბანის წინააღმდეგ 4 ნომერზე ითამაშებს და კლუბთან ერთად ნახევარფინალში გასვლას ეცდება.

ნემსაზემ საქართველოს ნაკრებში 95 შეხვედრა ჩაატარა და სამ მსოფლიო თასზე ითამაშა. მისი მონაგარი 14 ლელოა.

კომენტარები

ბოლო ამბები