Thumbnail
  • ინგლისთან სკანდალური მატჩის შემდეგ ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელის გადადგა
  • კრასიმირ ბალაკოვმა თანამდებობა დღეს დატოვა

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ, რომელიც ბულგარეთის ნაკრებმა ინგლისთან 0:6 წააგო და რომლის დროსაც ადგილობრივმა ფანებმა ინგლისელ ფეხბურთელებს რასისტული და ნაცისტური შეურაცხყოფა მიაყენეს, ჯერ ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა, ახლა კი, თანამდებობა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კრასიმირ ბალაკოვმაც დატოვა.

“ჩვენ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ბულგარეთის ნაკრების ბოლოდროინდელი შედეგები ძალიან ცუდია და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ,” - ნათქვამია ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში. ბალაკოვის შემცვლელის მოძებნა კიდევ ერთ ლეგენდარულ ბულგარელ ფეხბურთელს, იორდან ლეჩკოვს დაევალა, რომელმაც 1994 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში გერმანიას გადამწყვეტი გოლი გაუტანა (2:1).

📋 მეტი ამ თემაზე:

აღსანიშნავია, რომ ინგლისთან მატჩის შემდეგ ბალაკოვი ამტკიცებდა, სტადიონზე რასისტული შეძახილები არ გამიგიაო. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა. შეგახსენებთ, რომ ინგლისთან მატჩი, რომელიც სტუმრებმა 6:0 მოიგეს, ორჯერ შეწყდა იმის გამო, რომ ბულგარელი ფანების ნაწილი ფერადკანიან ინგლისელ ფეხბურთელებს რასისტულ შეურაცხყოფებს აყენებდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები