Thumbnail

ბექაური მსოფლიოს ჩემპიონია! მე-3 ოქრო საქართველოს ნაკრებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლაშა ბექაურს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის 5 ბრძოლის მოგება დასჭირდა
  • ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში უნგრელ სპორტსმენს მოუგო

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ.) მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. ბექაურმა ფინალში უნგრელი გოზ როლანდი იპონით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

როლანდმა ბრძოლის დროს ბექაურს ნატკენ თითებზე რამდენჯერმე მოკიდა ხელი, რის შემდეგაც ლაშა გაბრაზდა, კიდევ უფრო გააქტიურდა და უნგრელი ძიუდოისტი იპონზე დააგდო. ლაშამ საქართველოს რიგით მე-3 ოქროს მედალი მოუტანა. სულ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე მსოფლიოზე 4 მედალი დაუგროვდა: 3 ოქრო და ერთი ბრინჯაო.

📺 ვიდეო: ლაშა ბექაური V გოზ როლანდი

ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონია!

ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონია! მან უნგრელ მეტოქეს იპონით სძლია

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები