Thumbnail

ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონია! მორიგი ოქროს მედალი მარაკეშიდან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვლადიმირ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
  • ქართველმა სპორტსმენმა ფინალში რუსი ძიუდოისტი დაამარცხა

ქართველი ძიუდოისტი ვლადიმირ ახალკაცი (81 კგ.) მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. ახალკაცმა ფინალში რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე დავიდ კარაპეტიანი ულამაზესი ილეთით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ახალკაცმა ფინალამდე 5 მეტოქეს მოუგო, რის შემდეგაც რუს ძიუდოისტსაც იოლად, წუთსა და 33 წამში აჯობა და საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2 ოქროს მედალი მოუტანა.

📺 ვიდეო: ახალკაცი V კარაპეტიანი

ვლადიმირ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონია!

ვლადიმირ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონია! მან რუს კარაპეტიანს სძლია და ოქროს მედალი მოიგო

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები