Thumbnail
  • ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დღე
  • ორ ქართველს მედალი განაღდებული აქვს, ორს მოგების შანსი აქვს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ს წოთხივრი მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ბლოკში გავიდა.

81-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვლადიმირ ახალკაცი ფინალში იასპარეზებს. მან ფინალამდე გამართული 5-ბრძოლიდან 4 შეხვედრა იპონით მოიგო, ხოლო ერთ დაპირისპირებაში მეტოქეს შიდოების უპირატესობით სძლია.

ახალკაცმა ნახევარფინალში ბრაზილიელი გილერმე წუთსა და 34 წამში დაამარცხა - მისი მეტოქე ფინალში რუსი დავით კარაპეტიანი იქნება. სამწუხაროდ, ტატო გრიგალაშვილი სწორედ კარაპეტიანთან ნახევარფინალში დამარცხდა, თორემ მაროკოში ქართულ ფინალს ვიხილავდით. ტატო ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ მურად ფატიევს შეხვდება.

სამწუხაროდ, მიხეილ ბექაურმა (90კგ) პირველივე ბრძოლა დათმო და ტურნირს მალე დაემშვიდობა, ხოლო ლაშა ბექაურმა (90კგ) ფინალში გასვლა შეძლო. მან ფინალამდე ოთხივე მეტოქე იპონით დაამარცხა და ფინალში უნგრელ გოზ როლანდს შეხვდება. ბექაურმა ნახევარფინალში იაპონელ მეტოქეს სძლია - ლაშამ კოსუკე მაშიამას ჯერ ვაზარი აუღო, ხოლო ბრძოლის დასრულებამდე 30 წამით ადრე, იპონიც შეასრულა და ფინალშიც გავიდა.

მარიამ ჭანტურია (70კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. მას მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგ მორგან ფეროლთან დაპირისპირება მოუწევს. მარიამმა ნახევარფინალში იაპონელ მეტოქესთან დათმო.

კომენტარები

ბოლო ამბები