Thumbnail

ბასილაშვილი კორტს ვენაში უბრუნდება – მთავარი ფავორიტი მასპინძელი ტიმია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 24-ე ადგილზე იმყოფება

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მცირე პაუზის შემდეგ კორტს უბრუნდება და ძალებს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაგეგმილ ტურნირზე (საპრიზო ფონდი 2 443 810 ევრო) მოსინჯავს.

შეგახსენებთ, რომ ნიკამ ბოლოს შანხაიში ითამაშა, სადაც პრესტიჟული შეჯიბრის მერვედფინალში ავსტრიელ დომინიკ ტიმთან 3:6, 4:6 დამარცხდა, მიმდინარე კვირაში კი 3 ტურნირიდან – მოსკოვი (რუსეთი), ანტვერპენი (ბელგია), სტოკჰოლმი (შვედეთი) არსად გამოჩენილა.

Erste Bank Open-ზე პირველ ნომრად სწორედ ხსენებული ტიმი იქნება განთესილი, მის გარდა კი, ვენაში კარენ ხაჩანოვს (რუსეთი), გაელ მონფილსს (საფრანგეთი), მატეო ბერეტინის (იტალია), ბორნა ჩორიჩს (ხორვატია), დიეგო შვარცმანს (არგენტინა), ფელიქს ოჟიე-ალიასიმს (კანადა) და სხვებს ვიხილავთ.

📺 მომენტი ბასილაშვილის და ანდერსონის შარშანდელი მატჩიდან

სათქმელია ისიც, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო, ტურნირიდან განაცხადი უკვე გამოიტანეს დანიილ მედვედევმა (რუსეთი), ნიკ კირიოსმა (ავსტრალია) და კეი ნიშიკორიმ (იაპონია).

თუ ვინ იქნება ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, იმას კი შეგახსენებთ, რომ ვენის ტურნირის შარშანდელ გათამაშებაში, ნიკა პირველივე რაუნდში მომავალ ჩემპიონ კევინ ანდერსონს (სამხრეთ აფრიკა) გადაეყარა და 6:4, 6:7 (6:8), 3:6 წააგო.

ATP-ს ამჟამინდელ რეიტინგში ბასილაშვილს 1485 ქულა აქვს და 24-ე ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები