Thumbnail

‘საუკეთესოებს შორის იქნება’ - რონალდინიომ თანამემამულეზე ისაუბრა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ვინისიუსი მადრიდის რეალში გასულ წელს ფლამენგოდან გადავიდა
  • ზინედინ ზიდანი 19 წლის ბრაზილიელ გარემარბს ენდობა

მადრიდის რეალმა ვინისიუს ჟუნიორი გასულ წელს ფლამენგოდან 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გუნდში დაბრუნებული ზინედინ ზიდანი 19 წლის ბრაზილიელს ენდობა და სათამაშო დროსაც აძლევს.

გარემარბს ლა ლიგის წლევანდელ სეზონში 5 მატჩი აქვს ნათამაშები, სადაც თავი გატანილი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

ახალგაზრდა ტალანტზე ისაუბრა მისმა თანამემამულე რონალდინიომ. ბარსელონასა და ბრაზილიის ლეგენდამ განახცადა, რომ ვინისიუსი მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება.

"ვინისიუსი უკვე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდშია. ვფიქრობ, მომავალში იგი საუკეთესოებს შორის იქნება", - განუცხადა რონალდინიომ EFE-ს.

ვინისიუს ჟუნიორი Golden Boy 2019-ის პრეტენდენტთა შორისაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები