Thumbnail
  • სერბი მანჩესტერ იუნაიტედში სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის
  • 31 წლის ნახევარმცველს სეზონის დასრულება ინგლისში სურს

ნემანია მატიჩი მანჩესტერ იუნაიტედს ჩელსიდან 2017 წელს 40 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა და ძირითადის მოთამაშედ განიხილებოდა. კლუბში ოლე გუნარ სულშერის მოსვლის შემდეგ, სერბს სათამაშო დროის პრობლემა აქვს. ნორვეგიელი სპეციალისტის ხელში 31 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის სასტარტო 8 შეხვედრიდან, მხოლოდ სამში ითამაშა. 

ნახევარმცველით ინტერესდება მილანის ინტერი. ანტონიო კონტეს სერბთან ერთად ერთი სეზონი აქვს გატარებული (2016-17 წლები). იტალიელს სეზონის კარგი დასაწყისის შემდეგ, გუნდის გაძლიერება სურს. მისი აზრით, მატიჩს შედარებით იაფად იყიდის, ვიდრე სხვას მის პოზიციაზე.

კონტეს ტრანსფერის განხორციელება იანვარშივე სურს, თუმცა თავად ფეხბურთელს ინგლისში დარჩენა სეზონის ბოლომდე უნდა. 

ნემანიას "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. საუბარი მიდიოდა ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, თუმცა სათამაშო დროის სიმცირის გამო, დიდი ალბათობით, სერბი გაიყიდება. 

მანჩესტერ იუნაიტედმა სეზონი ცუდად დაიწყო. მატიჩს კი სურს კლუბს კრიზისულ მდგომარეობაში გვერდში დაუდგეს და წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. სწორედ ამიტომ, იგი სეზონის ბოლომდე იუნაიტედში დარჩენას ამჯობინებს.

სერბს ინტერის ვარიანტი მოსწონს. თუ ტრანსფერი იანვარში არ შედგება, კონტე მზადაა ფეხბურთელი ზაფხულში დაიმატოს.  

კომენტარები

ბოლო ამბები