Thumbnail

'მადლობა იკარდის, რომ ვანდა ჩემგან წაიყვანა' - მაქსი ლოპესი აღარ ბრაზობს

  • სანამ მაურო იკარდიზე დაქორწინდებოდა, ვანდა ნარა მაქსი ლოპესის ცოლი იყო
  • კროტონეს თავდამსხმელი აღარ ბრაზობს, რომ მაური იკარდიმ მეუღლე წაართვა 

კროტონეს თავდამსხმელი მაქსი ლოპესი მადლობას უხდის თავის ყოფილ თანაგუნდელს სამპდორიაში მაურო იკარდის იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა მას ცოლი - ვანდა ნარა "წაართვა".

მაქსი ლოპესი და მაურო იკარდი სამპდორიაში ერთად 2012-13 წლების სეზონში თამაშობდნენ. ვანდა ნარა ლოპესს 2013 წელს დაშორდა და ცოლად იკარდის გაჰყვა. მაქსი ლოპესსა და ვანდა ნარას ქორწინებიდან 3 ბავშვი ჰყავთ, რომლებსაც ვანდა მაუროსთან ერთად ზრდის. 

მაქსი ლოპესი და ვანდა ნარა 2013 წელს დაშორდნენ

მომხდარის გამო, არგენტინელ ფეხბურთელებს შორის არცთუ კარგი ურთიერთობა იყო, თუმცა ცოტა ხნის წინ ლოპესმა განაცხადა, რომ მაუროს უკვე ყველაფერი აპატია.

"არათუ ვაპატიე იკარდის, მისი მადლობელიც კი ვარ, რომ ჩემგან ვანდა წაიყვანა", - აქვეყნებს 35 წლის ფეხბურთელის ნათქვამს იტალიური მედია.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში მაურო იკარდი მილანის ინტერიდან იჯარის წესით პარი სენ-ჟერმენში გადაბარგდა. შეთანხმება ერთი სეზონით გაფორმდა, პარიზელებს კი 26 წლის არგენტინელის გამოსყიდვა 70 მილიონ ევროდ შეეძლებათ. მიმდინარე სეზონში მაურომ ფრანგული ლიგა 1-ის ორ მატჩში ითამშა და ერთი გოლით გამოირჩა. კიდევ ერთი გოლი ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრაში შეაგდო.

იყო დრო, როცა ვანდა, მაქსი და მაურო დროს ერთად ატარებდნენ 

მაქსი ლოპესმა კარიერა არგენტინულ რივერ პლეიტში დაიწყო, რის შემდეგაც ბარსელონაში გადაბარგდა. თავდამსხმელმა კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში გაატარა, სადაც სამპდორიას გარდა, კატანიაში, მილანში, კიევოში, ტორინოსა და უდინეზეში გამოდიოდა. ლოპესი სერია B-ს კროტონეში ამ სეზონის დაწყებამდე გადავიდა.

ვანდას პირველი ქორწინებიდან (მაქსი ლოპესთან) 3 ვაჟი ჰყავს, მაუროსთან - 2 გოგონა

კომენტარები

ბოლო ამბები