Thumbnail
  • ლუკა დონჩიჩი და ტერენს მენი ტექნიკური ფოლებით დასაჯეს
  • სლოვენიელმა ვარსკვლავმა მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა

მცირე ინციდენტი მოხდა NBA-ს წინასასეზონო მატჩში, რომელშიც ლოს ანჯელეს კლიპერსი დალას მავერიქსს გაეჯიბრა და 87:102 დამარცხდა.

მატჩის მე-3 მეოთხედის მიწურულს კალიფორნიელთა მცველმა ტერენს მენმა ტექსასელთა ერთ-ერთ ლიდერ ლუკა დონჩიჩს ბურთი ხელიდან უხეშად გააგდებინა, რაც სლოვენიელს არ მოეწონა და ამერიკელთან ურთიერთობის გარკვევა სცადა.

საბედნიეროდ, დონჩიჩსა და მენს შორის თანაგუნდელები და მსაჯები მალევე ჩადგნენ და კონფლიქტს უფრო მძაფრი სახე აღარ მიუღია.

როგორც მოსალოდნელი გახალდათ, არბიტრებმა ინციდენტის მონაწილეები ტექნიკური ჯარიმებით დასაჯეს, ლუკამ კი მოედანზე თავისი საქმე მაინც გააკეთა და დალასელებს 15 ქულა და 13 მოხსნა შესძინა.

მავერიქსს ორმაგი დუბლით (18 ქულა, 13 მოხსნა) შეეწია ლატვიელი კრისტაპს პორზინგისიც, ხსენებულმა მენმა კი, რომელიც NBA-ში სადებიუტო სეზონისთვის ემზადება, 8 ქულა მიითვალა.

ცნობისთვის, აღნიშნული მატჩი კანადის ქალაქ ვანკუვერში მდებარე “როჯერს არენაში” ჩატარდა და მას 17 204 მაყურებელი დაესწრო.

კომენტარები

ბოლო ამბები